ლამინატი - სარგებელი და უპირატესობები, მასალის მახასიათებლები

ჩვენი გრძელი ფორმატის ღერები და დიზაინები

ჩვენ დიდ ფორმატს რეკომენდაციას ვუწევთ დიდი სივრცის მქონდე ოთახებში. პატარა სივრცე გაქვთ? პატარა ფორმატი უკეთესად გაუსვამს ხაზს თქვენი ოთახის ესთეტიურობასა და სილამაზეს. დიდი ფორმატი დიდ ოთახებში ქმნის დიდებულების ეფექტს, ისეთს, როგორიც სასახლეებსა და განსაკუთრებულად მშვენიერ სახლებში არსებობდა ძველად. ვიწრო ფორმატი ქმნის უფრო დახვეწილ და ელეგანტურ გამოსახულებას პატარა სივრცეებში. ზომის გარდა, მნიშვნელოვანია თქვენი ოთახის პროპორციები. თუ გრძელ კედლებთან გრძელ ღერებს დააგებთ, თქვენი ოთახი ვიზუალურად გამოჩნდება უფრო გრძელი. თუ იმავე ღერებს დააგებთ მოკლე გვერდების პარალელურად, შედეგად მიიღებთ ფართო ოთახის ვიზუალს.

მუშაობს იატაკქვეშა გათბობის სისტემებზე

ატაკქვეშა გათბობის სისტემას შეუძლია შეუშვას სითბო იატაკში და ოპტიმალურად გადაანაწილოს ის ოთახში. არჩევანი თქვენზეა: არ აქვს მნიშვნელობა თქვენი იატაკქვეშა გათბობა ცხელი წყლის სისტემაზე მუშაობს თუ დენზე, თქვენი ახალი იატაკი ნებისმიერ მათგანს შეეწყობა. დენზე მომუშავე იატაკქვეშა გათბობისას, გაითვალისწინეთ , რომ საჭიროა ფრთხილად და ნელ-ნელა შეაჩვიოთ იატაკი მაღალ ტემპერატურას და გამოიყენოთ თერმოსტატი. 

 

 

Внешний вид декора ლამინატი

იატაკის მონტაჟი საფენზე

იმისთვის, რომ იმოქმედოთ სწრაფად და მოქნილად

ჩვენი იატაკები შეიძლება დააგოთ ჩამკეტი სისტემების საშუალებით, საფენზე. ამ შემთხვევაში ცალკეული ღერები არ არის დაკავშირებული დამუშავებულ მოჭიმუმ ზედაპირთან, როგორც წებოთი დაგების შემთხვევაში ხდება. იატაკი თავისუფლად არის დაგებული ზედაპირზე და მასზე "ცურავს".

თქვენი სარგებელი:

  • შეგიძლიათ მარტივად დააგოთ იგი დამოუკიდებლად.
  • მონტაჟისთვის არ დაგჭირდებათ ბევრი დრო.
  • დაგებისთანავე შეგიძლიათ იატაკზე სიარული.
  • საჭიროების შემთხვევაში იატაკს მარტივად აყრით ზედმეტი პრობლემების გარეშე.
  • ცალკეული ღერები შედარებით მარტივად შესაცვლელია.
Room Studio