HYWOOD - სარგებელი და უპირატესობები, მასალის მახასიათებლები

ჭკვიანი იატაკები თქვენი ჭკვიანი სახლისთვის

ter Hürne-ში ვქმნით იატაკებს ერთი მიზნით: ინსტალაციის პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გავხადოთ. დავრწმუნდეთ, რომ პროდუქცია არის პრაქტიკული და კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის, რომ პროდუქტს შეუძლია მაქსიმალური დაცულობის შეგრძნება მოგცეთ.

ამის მისაღწევად, ter Hürne-ის იატაკს გააჩნია ინტელექტი. ჩვენ ზუსტ კოორდინაციას ვუწევთ: პროდუქტის კონსტრუქციიდან/გამოყენებული მასალებიდან და შეერთების ტექნოლოგიიდან დალუქვამდე ყველაფერს. შედეგად იღებთ მეტად ჭკვიან იატაკს, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

წყლის რეზისტენტული

შეუძლია გაუძლოს სააბაზანო დატვირთვას?

Aqua Seal აერთიანებს სხვადასხვა ტექნოლოგიას ტენიანობისგან სრული დაცვისთვის, მაშინაც კი, თუ წყალი დაუყოვნებლივ არ მოიწმინდა.

Hywood არის სრულად წყალგაუმტარი, როდესაც გამოიყენება wood powder ტექნოლოგიასთან, Nature Protec seal ზედაპირთან, მაღალი სიმკვრივის შემადგენლობასთან და CLICKitEASY Pro გადაბმის ტექნოლოგიასთან ერთად კომბინაციაში.

Hywood-თან ერთად, ხის იატაკი შეგიძლიათ დააგოთ ნებისმიერ ოთახში – იქაც კი, სადაც ზოგჯერ სინესტეა. ხოლო თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, რადგან არაფერი გაფუჭდება ასე სწრაფად.

Внешний вид декора HYWOOD

მაღალი სიმტკიცე

3 დამცველი 4 საფრთხის წინააღმდეგ

თქვენს იატაკს სათამაშოდ გამოიყენებთ თუ საცეკვაოდ? Hywood-ს შეუძლია გაუძლოს თითქმის ყველაფერს. Hywood ძალიან გამძლეა 3 დამცველის წყალობით, რომლებიც არიან: Wood Powder, Aqua Seal and Nature Protec! 

ყოველდღიურ ცხოვრებაში იატაკი ბევრი პოტენციური საფრთხის ქვეშ დგება: ცხოველის კლანჭებმა ან ბავშვის სათამაშოებმა შეიძლება გამოიწიოს იატაკზე ნაკაწრები. საგნების დაცემამ, სკამების გორგოლაჭებმა და მძიმე ავეჯმა შესაძლოა იატაკზე დატოვოს ზეწოლის შედეგად მიღებული დაზიანების კვალიც. გროვდება ჭუჭყი ფორებსა და ღრმულებში. და რაც მთავარია, არსებობს სინესტისგან დაზიანების რისკიც თუ წყლის ჭიქა ჩამოვარდება მაგიდიდან, ან დაიღვრება წყალი მცენარეების მორწყვისას.

Room Studio